ჯგუფის მენეჯერი
პოზიციის აღწერა
ფარმაცევტული კომპანია "ასფარმა" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და აჭარის რეგიონში.
მოთხოვნები
უმაღლესი სამედიცინო განათლება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
ქართული და რუსული ენების ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
გაყიდვების გუნდის საქმიანობის მართვა/კოორდინაცია;
ინდივიდუალური და გუნდური მიზნების განსაზღვრა და შესრულების უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება კომპანიის მომხმარებლებთან;
შედეგების რეგულარული ანალიზი და ანგარიშგება მენეჯმენტთან.
პიროვნული თვისებები
ლიდერული უნარები
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა
კომუნიკაბელურობა
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
შედეგზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათი (3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე: georgia@asfarma.com არაუგვიანეს 2026 წლის 5 აპრილისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.
განაცხადი